ინტელექტუალური საკუთრების უფლებები

თავის მოკლე მიმოხილვა

შეთანხმება ადგენს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში იმ საერთაშორისო შეთანხმებების ადექვატური და ეფექტიანი განხორციელების ვალდებულებას, რომლის ხელმომწერებიც არიან საქართველო და ევროკავშირი, რაც მოიცავს ვმო-ს შეთანხმებას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS). ამასთან, შეთანხმების მოთხოვნები ავსებს და დამატებით აკონკრეტებს “TRIPS“-ის შეთანხმების მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს. Continue reading “ინტელექტუალური საკუთრების უფლებები”

ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა 1992 წელს დაიწყო, როგორც კი საქართველომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა აღადგინა. ევროკავშირი ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოს გარდამავალი პერიოდის მძიმე წლებში დაეხმარა. 1995 წელს თბილისში ევროკომისიამ წარმომადგენლობა (დელეგაცია) გახსნა. ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობა უფრო ინტენსიური 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ გახდა, როდესაც ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური რეფორმების მხარდაჭერა. Continue reading “ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები”

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება

2014-12-01_023907

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება (შემოკლებით ასოცირების ხელშეკრულება ან AA) — ხელშეკრულება ევროკავშირსა და ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოს შორის, რომელიც მათ შორის თანამშრომლობის სტრუქტურას ქმნის. ხელშეკრულების არეალი მოიცავს პოლიტიკის, ვაჭრობის, სოციალური საკითხების განვითარებას, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებს. ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების სამართლებრივი საფუძველია ევროკავშირის ფუნქციონირების ხელშეკრულების (TFEU) 217-ე თავი (რომის ხელშეკრულების ყოფილი 310-ე და 238-ე თავები) Continue reading “ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება”