წისქვილის ნასყიდობის წიგნი

წისქვილის ნასყიდობის წიგნი ხუროსშვილების საგვარეულოს სახლსა და თავად ციციშვილების სახლს შორის რომელიც თარიღდება 1699 წლით მოცემული დოკუმენტი ინახება საქართელო ცენტრალური არქივის საისტორიო ფონდის  N 1450 ფონდი 51 ანაწერი 5 საქმე

ნასყიდობის სიგელი 2

2

ნებითა და შეწევნითა ღვთისათა მამისა მისითა სულისა წმინდისითა თავდებობითა ზეცისა ძალითა ანგელოსთა და მთავარ ანგელოსთა მიქაელ და გაბრიელისათა წმინდისა გიორგისა ქორისა ჯვარისითა ხატისა ოქონისა ყოვლად წმინდისა დედოფლისა ჩვენისა ქალწულისა მარიამისითა, იოანე ნათლის მცემელი, იოანე მახარობელი,იოანე ოქროპირისა ხორციელთა და უხორცოთა შიშველთ მართალთ რომელნიცა სათნოთ არიან მათის თავდებობითა მინდობითა და შუამდგომლობითა ესე უთუო უთუოდ დრო დაუდებელი და მიზეზ შემოუღებელი ყოვლის ჩხუბისა და ილეთისაგან გამოსული ნასყიდობის წიგნი მოგეც მე ხუროსშვილმა შიომ და ძმებმან ჩემან ირემამ და გიომან და სახლისა მომავალმან ჩვენმა მათ ყოველთავე თქვენ ფანასკერტელ ციციშვილს ბატონს უთრუთს მოგყიდეთ წისქვილი ოქროპირიანთ ზეით ჩვენი ნასყიდი თავისი შესავალ გასავალითა ავიღეთ ფასი სრული და გათავებული რითაც ჩვენი გული შეჯერდებოდა გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ვინცა ხელი ჰყოს ამის დაშლად მასამცა რისხავს ზეით ღმერთი მამა ყოვლისა მპყრობელი ცისა და ქვეყნისა ნემცა იხსნების სული მისი ჯოჯოხეთისაგან შიშთელი იედისა და მრწოლა კაენისა დამტკიცებული ამისა აკურთხოს ღმერთმან ამინ არის ამისი მოწამე ზურაბ მწყერაძე და მამასახლისი აბრამა და აბრამის შვილი იმედა და ოსიყმესშვილი გიორგი და შიოსშვილი სვიმონა და ინდოაშვილი ამირანა და ბეჟიაშვილი გიორგი და მე ოსანას დამიწერია და მოწამეცა ვარ ამისა (ქტს) ტპზ.

დატოვე კომენტარი